63-ე ,,გრემიზე”, ნომინაციაში – Best Pop Duo/Group Performance, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს დუეტმა – Rain on Me გაიმარჯვა. დაჯილდოების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი ქალი არტისტის თანამშრომლობამ, ,,საუკეთესო პოპ დუო/ჯგუფური შესრულებისთვის” ,,ოქროს გრამოფონი” მიიღო. ამასთან, გაგა ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც ამ კატეგორიაში ყველაზე მეტჯერ მოიგო.

ვიდეო: „გრემის“ დაჯილდოება გაიმართა – 2021 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

გამარჯვების აღსანიშნად, არიანამ სოციალურ ქსელში ლედის ხუმრობით მიმართა:

,,დედა მონსტრო, გაიღვიძე!” – დაწერა მან პოსტზე, რომელსაც მოგვიანებით, მძინარე შემსრულებლის ფოტო დაურთო.

საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად იტალიაში, რიდლი სკოტის ბიოგრაფიული თრილერის – House of Gucci გადაღებებზე იმყოფება, რის გამოც ის საღამოს არ ესწრებოდა. დროში სხვაობის გამო, ღონისძიების მიმდინარეობისას, არ არის გამორიცხული ,,ოსკაროსან” მომღერალს მართლაც სძინებოდა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე არ იმყოფებოდა არც – გრანდე. კატეგორიაში გამარჯვება მან ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის პოსტით გაიგო.

შეგახსენებთ, რომ Rain on Me ლედი გაგას მეექვსე სტუდიური ალბომის – Chromatica მეორე სინგლია. დისკის რელიზი 2020-ის 29 მაისს შედგა.

ცნობისთვის, ნომინაციაში – Best Pop Duo/Group Performance ლედი გაგასა და არიანა გრანდეს კონკურენციას ,,ბითიესი”,, ჯეი ბალვინის, დუა ლიპას, ბედ ბანისა და ტაინის, ასევე ჯასტინ ბიბერისა და Quavo-ს და ტეილორ სვიფტისა და ბონ ივერის ,,კოლაბები” უწევდნენ.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები