დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი – ტიფანი ლიბანო-ამერიკელ მეწარმეს მაიკლ ბულოსას გაჰყვა ცოლად, რომლის კაპიტალი 20 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

მარლა მეიპლსი, მაიკლ ბულოსი, ტიფანი ტრამპი და დონალდ ტრამპი

საქორწინო წვეულებაზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდულ რეზიდენციაში გაიმართა, 500-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული, თუმცა რამდენიმედღიანი უძლიერესი შტორმის ფონზე ყველამ ვერ შეძლო საზეიმო წვეულების სტუმრობა.

 ტრამპი მამასთან, დასთან – ივანკასთან, ძმებთან დონალდთან, ერიკთან და ბერონთან ერთად

საკურთხეველთან პატარძალი ლიბანელი დიზაინერის ელი სააბის კაბაში გამოწყობილი მივიდა, სააბმა იზრუნა მისი უახლოესი ნათესავების – დედისა და ნახევარ დის – ივანკას სამოსზე.

ივანკა ტრამპი მეუღლესთან ჯერად კუშნერთან და შვილებთან ერთად

ერიკ ტრამპი მეუღლესთან ლორასთან და შვილებთან ერთად

ტიფანის ქორწილის რეპეტიცია

ტიფანიმ და მაიკლმა 2018 წელს გაიცნეს ერთმანეთი ლინდსი ლოჰანის კუთვნილ ლონდონურ კლუბში და პრაქტიკულად ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. ცოლობა ბულოსმა 2021 წლის იანვრის თვეში შესთავაზა ტიფანის პატარა მდელობზე თეთრი სახლის წინ.

ტიფანი ტრამპი და მაიკლ ბულოსი

ტიფანი დონალდ ტრამპისა და მსახიობის მარლა მეიპლსის ერთადერთი ქალიშვილი, დონალდ-ტრამპ უმცროსის, ივანკა და ერიკ ტრამპების (რომელთა დედა – ივანა ტრამპი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა), მელანიასა და დონალდის საერთო შვილის – ბერონის ნახევარ დაა.

მსგავსი თემები