რძალ-დედამთილის „ცივი ომი“ მოულოდნელ განვითარებას იძენს. ბექჰემების მილიარდერი რძალი, ნიკოლა პელტცი გამოცემა Grazia-ს ინტერვიუში დედამთილზე ღიად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ  ვიკტორია მას ქორწილისთვის სამზადისის პროცესში იგნორს უკეთებდა.

„იგნორს მიკეთებდა“ – ბექჰემების მილიარდერი რძალი დედამთილზე ღიად ალაპარაკდა

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა The Sun-მა ინფორმაცია გააჟღერა, როგორც ირკვევა, ვიკტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს.

„ვიკტორია და დევიდი ცდილობდნენ რძალთან ურთიერთობის დალაგებას. მათ სურდათ, უფროს ვაჟთან და ახლად შეძენილ რძალთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბრუკლინი პრაქტიკულად ცოლის მშობლებთან უფრო ცხოვრობს, ვიდრე მათთან“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემას.

დაველოდოთ „პასუხის პასუხს“, მანამდე კი გეტყვით, რომ ტაბლოიდების ცნობით, ნიკოლასა და ვიკტორიას შორის „შავმა კატამ“ საქორწინო კაბის არჩევის პროცესში გადაირბინა. პატარძალს ვიკტორიას მოდის სახლი მიერ შეკერილი კაბა უნდა მოირგო, საბოლოოდ კი ნიკოლამ  ბრუკლინ ბექჰემზე „ვალენეტნოს“ კაბით იქორწინა.

„ის ყურადღების მიპყრობას ცდილობს“ – ვიკტორია და დევით ბექჰემები მილიარდერი რძლის ინტერვიუთი შოკირებულები დარჩნენ

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები