The Beatles-ის ლეგენდარული ალბომის Abbey Road გამოსვლიდან 50 წელი გავიდა. იუბილეს აღსანიშნავად ჯგუფმა ჯორჯ ჰარისონის სიმღერის  Here Comes The Sun  ოფიციალური ვიდეორგოლი გამოუშვა.

შეგახსენებთ, ალბომი Abbey Road

1969 წლის 26 სექტემბერს გამოვიდა და ის ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერია. ალბომის პროდიუსერი და ორკესტრირების ავტორი  ჯორჯ მარტინი იყო. ალბომის ხმის რეჟისორი კი  ალან პარსონსი. ალბომი  რეგულარულად ხვდება მეოცე საუკუნის საუკეთესო მუსიკალური ჩანაწერების რეიტინგებში.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები