2014 წელს ჯორჯი და ამალია კლუნები ტყუპების მშობლებო გახდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვარსკვლავური წყვილი კიდევ ერთ შვილს ელოდება. ინსაიდერების ცნობით, 60 წლის ჯორჯმა და 43 წლის ამალიამ თავიანთ მეგობრებს სასიხარულო ამბავი სულ ცოტა ხნის წინ აცნობეს.

„ამალიამ უკვე პირველი ტრიმესტრი გადალახა, ის მალე გამოჩნდება და სასიხარულო სიახლეს საზოგადოებას ამცნობს“, – აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.

შეგახსენებთ, ჯორჯ კლუნი მრავალი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე სასურველი, მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა.

ჯორჯ კლუნი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა

„ჭურჭელი ვრეცხე და პამპერსებიც ვცვალე“ – ჯორჯ კლუნი იზოლაციას 10 მილიონიან საახლში ატარებს

ჯორჯ კლუნის საყვარელი ქალები: მსახიობის 11 მთავარი რომანი

მსგავსი თემები