ფიფამ ის ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა, რომლებიც პრემია The Best-ზე აცხადებენ პრეტენზიას. ეს ჯილდო კი 2021 წლის საუკეთესოს გადაეცემა. გამარჯვებულს გამოკითხვით გამოავლენენ, რომელიც 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გასტანს. The Best-ის დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება.

შორტ-ლისტი ექსპერტებმა შეარჩიეს, რომელთა რიგებში ყოფილი ფეხბურთელები შევიდნენ: ალი ალ-ჰაბსი (ომანი), ხარედ ბორხეტი (მექსიკა), ტიმ კეჰილი (ავსტრალია), ჟერემი ნჯიტაპი (კამერუნი), ჟულიო სეზარი (ბრაზილია), იურგენ კლინსმანი (გერმანია), ალექსი ლალასი (აშშ), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), რაიან ნელსენი (ახალი ზელანდია) და დავიდ ტრეზეგე (საფრანგეთი).

ლევანდოვსკიმ მესის გაასწრო, წლის მენეჯერი ინგლისური ფეხბურთის დედოფალია – Tuttosport-მა პრიზები ჩამოარიგა

 

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ქარიმ ბენზემა („რეალი“, საფრანგეთი)

კევინ დე ბრუინი („სიტი“, ბელგია)

კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“, პორტუგალია)

ერლინგ ჰაალანდი („ბორუსია“დორტმუნდი, ნორვეგია)

ჟორჟინიო („ჩელსი“, იტალია)

ნგოლო კანტე („ჩელსი“, საფრანგეთი)

რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი“, პოლონეთი)

კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)

ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)

მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე)

წლის საუკეთესო მწვრთნელი

ანტონიო კონტე („ტოტენჰემი“), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანიის ნაკრები), პეპ გვარდიოლა („სიტი“), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“), ტომას ტუხელი („ჩელსი).

წლის საუკეთესო მეკარე

ალისონ ბეკერი („ლივერპული“), ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“/პსჟ, იტალია), ედუარ მენდი („ჩელსი“), მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია), კასპერ შმეიხელი („ლესტერი“, დანია).

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები