ამერიკელი მომღერალი Pink „მანჩესტერის“ სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შეეხმიანა და თხოვა საქველმოქმედო აქციაში მიეღო მონაწილეობა.

„გამარჯობ კრიშტიანო! – დაწერა Pink-მა Twitter-ზე. – წელს რამდენიმე ბავშვს შობას ვუსპონსორებ, რომლებსაც არაფერი არ სურთ გარდა შენი მაისურებისა. ძალიან მოწადინებული ვარ, რომ მათ ეს მიიღონ. არ გსურთ, რომ რამდენიმე გამომიგზავნოთ და მათი ცხოვრება შევცვალოთ? ვიცი, რომ შენ მუდმივად აკეთებ შესანიშნავ რაღაცეებს…“

 

„გამარჯობა Pink! მოხარული ვარ დახმარებას თუ შევძლებ. გამოვაგზავნი რამდენიმე ავტოგრაფიან მაისურს ბავშვებისთვის, რა პრობლემაა“, – უპასუხა კრიშტიანომ.

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები