ერთი წლის წინ, 25 ნოემბერს ქვეყნიდან წავიდა არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაკვეთამ აჩვენა, რომ ფეხბურთელის გული ორჯერ დიდი იყო ნორმაზე.

ეს რამხელა გული გქონია: მარადონა უგულოდ დაკრძალეს, რომ არ მოეპარათ

ფეხბურთელობისას მარადონა რამდენიმე არგენტინული კლუბის ღირსებას იცავდა, ასევე თამაშბდა „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ნაპოლიში“. ნეაპოლელებთან ერთად მან ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე უეფას თასი, „ბარსაში“ კი – ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი.

არგენტინის ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. 1986 წელს არგეტინელებმა ოქროს მედლები მოიგეს, თავად მარადონა ტურნირის მთავარი გმირი გახდა.

ყველაზე გამორჩეული გახდა ინგლისთან ¼ ფინალური მატჩი, სადაც დიეგომ ორი სახელგანთქმული გოლი გაიტანა: ჯერ ხელით, რომელსაც მოგვიანებით „ღმერთის ხელი“ უწოდა, შემდეგ კი ნახევარი მოედანი გადაკვეთა, ლამის მთელი ინგლისი მოატყუა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გოლი გაიტანა.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

 

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები