“ბარსელონამ” სამუშაო დღის და ხელფასების შემცირებაზე გამოაცხადა. მოთამაშეები წინააღმდეგი იყვნენ.

Sport: “ბარსელონა” ნეიმარის საქმეში გრიზმანსაც ჩართავს ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

Mundo Deportivo: “მანჩესტერი” დაინტერესებულია გრიზმანით და მზად არის მას მეშვიდე ნომერი მისცეს.

ESPN: “მანჩესტერში” სულ უფრო ჯერათ, რომ პოგბა დარჩება.

Reuters: ფიფა კლუბებს დაავალდებულებს, რომ იმ ფეხბურთელებს, ვისაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდებოდათ, გაუგრძელონ.

ფიფა თხოვს ფეხბურთელებს დროებით ხელფასის 50%-ით შემცირებას დათანხმდნენ შექმნილი კრიზისის გამო.

მანუელ ნოიერს სურს ხანგრძლივი კონტრაქტი, “ბაიერნი” თანახმა არ არის.

“იუვენტუსს” არ მოსწონს, რომ კოსტა, პიანიჩი, ხედირა და იგუაინი სამშობლოში გაფრინდნენ. ამან შესაძლოა მათ მომავალზე იმოქმედოს.

პედრომ 3 ათასი სახის დამცავი ეკრანის ფული გადაიხადა სხვადასხვა საავადმყოფოების ექიმებისთვის.

“მარაკანას” და სხვა ბრაზილიურ სტადიონებს კორონავირუსით დაავადებულთათვის საავადმყოფოებად გადააკეთებენ.

იტალიის სპორტის მინისტრი: “სერია ა მაისის დასაწყისში ალბათ ვერ განახლდება”.

უეფა ლიგებს არ გაუწევს ჩემპიონატების გაუქმების რეკომენდაციას.

ჰაკიმი დაბრუნდება “რეალში” თუ მას სათამაშო დროის გარანტია ექნება. კლუბს ოდრიოსოლას გაყიდვა უნდა.

ედენ აზარმა თავი გადაიხოტრა.

გარდაიცვალა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიშელ იდალგო. სწორედ მან მოაგებინა ნაკრებს 1984 წელს ევროპის ჩემპიონატი.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05