ნელსონ კასტრო – ექიმი, მწერალი და ჟურნალისტია და მან აცნობა, რომ დიეგო მარადონა გულის გარეშე დაასაფლავეს.

„ხიმნასია ლა პლატას“ რადიკალური ფანების ჯგუფი იყო, რომელთაც სურდათ მარადონას გულის ამოღება. ეს არ მოხდებოდა. ხალხმა გაიგო მათი განზრახვის შესახებ და დიეგოსგან წინასწარ ამოიღეს გული.

ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი შესწავლის აუცილებლობაც. გული საჭირო იყო მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

სამწუხაროდ, მას დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფერ იმაზე, რაც ღუპავდა. თუმცა მის ადგილზე სხვები ბევრად ადრე მოკვდებოდნენ. მარადონას საოცარი, მდგრადი სხეული ჰქონდა. პრობლემა ის იყო, რომ მას არასოდეს არ სურდა სრულად მოეშორებინა ნეგატიური ფაქტორები.

მარადონას გული ნახევარ კილოგრამს იწონიდა, ის ძალიან დიდი იყო. ჩვეულებრივ კი გული 300 გრამს იწონის. მართალია ის სპორტსმენი იყო, ხოლო მათ ჩვეულებისამბერ უფრო დიდი გული აქვთ, ვიდრე სხვებს, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ ყოფილა. საქმე გულის უკმარისობაში იყო“, – აღნიშნა კასტრომ El Trece-სთან ინტერვიუში.

მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა, 60 წლის ასაკში. სხეულის გაკვეთამ აჩვენა, რომ მისი გული ნორმაზე თითქმის ორჯერ დიდი იყო.

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები