თიკო დემეტრაძე

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

თიკო დემეტრაძე

აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…

დაძაბული, ემოციური, სასიამოვნო

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ჩემთვის რადიო კომუნიკაციის ყველაზე საოცარი და საინტერესო  ფორმაა, რომელიც  ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო ემოციას აღმიძრავს, ამ ყველაფერს კი ალბათ ერთდროულად მარტოობის და დიდი აუდიტორიის ნაწილად ყოფნის შეგრძნება ქმნის.

რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?

Robert Miles – Children
Moby – Porcelain
Queen – You Don’t Fool Me
AC/DC – Highway to Hell
Pink Floyd – Breathe

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ძალინ ბევრზე…

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

„დროებით…“

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ემპათიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

ჯერ–ჯერობით ისეთი მავნე ჩვევა არ მაქვს, რასთანაც დამშვიდობება მინდა

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ვთხოვდი, მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „მთელი მსოფლიოს მოვლას“ და ერთი სურვილის სამომავლოდ დატოვებას

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

ტაილანდში, სკანდინავიურ ქვეყნებში, შოტლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში…

რეკლამა: 0:05