,,უნიჭიერესი გოგოა, ლამაზი ხმა აქვს" - დათო ხუჯაძე და ხატია ლაზუაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები მომღერლები დათო ხუჯაძე და ხატია ლაზუაშვილი ესტუმრნენ ახალი სიმღერის პრემიერით  ,,მე და შენ”.

პრემიერით ხართ მოსულები, მოგვიყევით როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორი ეს მშვენიერი ქალბატონი ხატია ლაზუაშვილია, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით  გავიცანი, აღმოგვაჩნდა საერთო მეგობრები და ინტერესები. ერთ დღესაც ეს სიმღერა მომასმენინა, რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა, რის შემდეგაც ჩავწერეთ დუეტი. უნიჭიერესი გოგოა, ლამაზი ხმა აქვს. ადამიანი თავის დაწერილ სიმღერას ყველაზე კარგად ასრულებს, ამას გარდა ჩინური იცის ხუთიანზე.

ხატია ლაზუაშვილი:

მოგესალმებით ყველას, დათოსთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდ პროექტებს შევეჭიდებით ერთად.

როდის შეიქმნა ეს სიმღერა?

პანდემიის დროს შეიქმნა, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა მომზადებას. ჩაიწერა ჩემს სტუდიაში, არანჟირება კი მე და ბორიკო შხიანმა გავაკეთეთ. დღესდღეობით ჰარმონიის, მელოდიის ნაკლებობას განვიცდით, ეს სიმღერა სწორედ ამიტომ მომეწონა ყველაფერია მასში.

 

დათო ხუჯაძე და ხატია ლაზუაშვილი – მე და შენ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო ხუჯაძე – საზამთრო. Live

 

დათო ხუჯაძე & ხატია ლაზუაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები