,,ამ სიმღერას თავად ვუკრავ და ვასრულებ" - ვაჟა აზარაშვილი 4 სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ლეგენდა ვაჟა აზარაშვილი სტუმრობდა ორი არაჩვეულებრივი სიმღერის ცოცხალი შესრულებით ,,ტანგო” და ,,იცოდე გაგექცევი”.  გადაცემაში ოთხი სიმღერის ,,ჩემო ვანელებო”; ,,ცარიელ ოთახში” ; ,,პატარა გოგო”  და ,,ჩემო ქართულო მიწა” პრემიერა შედგა, ამას გარდა ბატონმა ვაჟამ ზღვა მასალა მოგვიტანა, რომელსაც ერთი გადაცემა არ ეყოფოდა, თუმცა ეტაპობრივად ყველა სიმღერის პრემიერას შემოგთავაზებთ.

ბატონო ვაჟა შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რომ გაიხსენოთ?

ვიოლინოზე სწავლა, როდესაც დავიწყე მაშინ გაჩაღებული ომი იყო, ჩვენმა მეზობელმა, სასწავლო ნაწილის გამგემ მათხოვა ვიოლინო და დავიწყე 7 წლედში მეცადინეობა. ფანატიკურად მიყვარდა და დღემდე მიყვარს ფეხბურთი, როდესაც პირველად მოსკოვში მოვიგეთ 3-0 დავწერე სიმღერა დინამოზე, რა დამაძინებდა მაშინ. მივედი ივერიაში, ბორისმა ლექსი დაწერა, არანჟირება კი ბუთხუზ ბასილაიამ გააკეთა. ამ ჩაკეტილ ცხოვრებაში სულ ვმუშაობ, 13 ივლისს 85 წლის ვხდები, შემოდგომაზე კი მინდა კონცერტები გავაკეთო: ორი სიმფონიური, კამერული და ერთიც სიმღერის.

რიგით პირველი სიმღერის  ”ჩემო ვანელებო” პრემიერა ..

ბატონმა მელორ ტყეშელაშვილმა მთხოვა დამეწერა სიმღერა ვანზე. ალეკო კაკულიამ დაწერა ლექსი, შემდეგ კი  ეთერმა და ანსამბლმა ”თბილისმა” შეასრულა. ჩაიწერა სტუდია ”მელოდიაში”. კიდევ ბევრ კუთხეზე და ქალაქებზე მაქვს დაწერილი სიმღერა. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო.

რიგით მეორე სიმღერა ”ცარიელ ოთახში”..

ამ სიმღერას თავად ვუკრავ და ვასრულებ, ლექსი არის პეტრე გრუზინსკის.

რიგით მესამე სიმღერის ”პატარა გოგო” ისტორია, რომ გვიამბოთ?

ანსამბლ ”ორერასთვის” ვწერდი სიმღერებს, შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილმა გვითხრა  სოლო სიმღერებიც შეგვექმნა, სწორედ მაშინ დაიწერა ეს სიმღერა მორის ფოცხიშვილის ლექსზე. როიალის პარტიას კი ჩემი შვილი ნათია აზარაშვილი ასრულებს.

და ბოლოს სიმღერა ”ჩემო ქართულო მიწა”..

სიმღერას, რომელსაც თავად ვასრულებ ლექსის ავტორი ჩემი მეუღლე მანანა გახლავთ. დაიწერა დაახლოებით 10 წლის წინ ანსამბლისთვის ,,სულიკო”. არანჟირება ეკუთვნის ირაკლი მენთეშაშვილს, ჩაიწერა სტუდია ”მელოდიაში”.

 

ვაჟა აზარაშვილი & ანს. სულიკო – ჩემო ქართულო მიწავ

 

ეთერ კაკულია და ანსამბლი “თბილისი”- ჩემო ვანელებო

 

ვაჟა აზარაშვილი – ცარიელ ოთახში

 

ვაჟა აზარაშვილი – პატარა გოგო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ვაჟა აზარაშვილი – იცოდე გაგექცევი. Live

 

ვაჟა აზარაშვილი – ტანგო. Live

 

ვაჟა აზარაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები