„მეგობრობა გზად და ხიდად" - გიორგი წერეთელი და ლანდერ დევიძე პრემიერით ,,რადიო დუეტში"

,,რადიო დუეტის” ეთერს მომღერლები გიორგი წერეთელი და საზღვრებს გარეთ მოღვაწე ლანდერ დევიძე, დუეტის პრემიერით სტუმრობდნენ. ,,მეგობრობა გზად და ხიდად” ასეთია ახალი სიმღერის სახელწოდება, რომლის ტექსტის ავტორი იმედო ჯანა პაპაშვილია, მუსიკა კი ლანდერ დევიძეს ეკუთვნის, ჩაიწერა ,,ფორტუნა რექორდსში”. გადაცემის ფარგებში მომღერლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს,  გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ განსხვავებულ და მასშტაბურ საახალწლო საღამოს გეგმავს, რამდენიმე დღეში კი ანრი ჯოხაძესთან ერთად ისრაელში მიემგზავრება. ლანდერ დევიძის სამომავლო გეგმებში კი სამშობლოში დაბრუნება შედის.

გიორგი, გაგვაცანი შენი მეგობარი ?

ლანდერთან დიდ ხნიანი მეგობრობა არ მაკავშირებს, ის მოსკოვში მოღვაწეობს , სოციალურ ქსელში დამიკავშირდა და შემომთავაზა დუეტის ჩაწერა მის საავტორო სიმღერაზე. ძალიან მომეწონა სიმღერა, სიტყვებიც და მელოდიაც, მეგობრობაზეა ეს სიმღერა და ზოგადად მეგობრობა ცხოვრებაში ჩვენი პრიორიტეტია, სულიერი საკვები რომელიც ყველას გვჭირდება. ტექსტი იმედო ჯანა პაპაშვილს ეკუთვნის.

მეგობრობას არ აქვს სქესი, ეს არის გრძნობა, სიყვარული და ერთგულება, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთის გატანა შეუძლია.

საიდან გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?

ლანდერ დევიძე:

სიმღერის იდეა იმედო ჯანა პაპაშვილისგან წამოვიდა, მან ლექსი მომაწოდა და სიმღერის შექმნა შემომთავაზა. ეკა თარგამაძემ, ავტორ შემსრულებელმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და ჩემი ყველა ნამუშევრისთვის აქვს ხელი შევლებული,  ამ კომპოპოზიციის საბოლოო ვერსიის მიღებაშიც მიიღო მონაწილეობა. სათაური გიორგიმ დაარქვა, ,,მეგობრობა გზად და ხიდად” ასე მონათლა ეს სიმღერა. არანჟირება მე მეკუთვნის, ჩაიწერა გიორგი დათიაშვილთან, ,,ფორტუნა რექორდსში”.

როგორია სამომავლო გეგმები?

გიორგი წერეთელი:

საახალწლო პერიოდისთვის ვემზადებით, საკმაოდ განსხვავებულ და მასშტაბურ საღამოს ვგეგმავთ. 16 ნოემბერს ჩემი და ანრი ჯოხაძის კონცერტი იგეგმება ისრაელში, ახალ წლამდე კი ამერიკაში მივემგზავრები, ნინი შერმადინთან ერთად ვგეგმავთ კონცერტს.

ლანდერ დევიძე:

იგეგმება კიდევ ერთი დუეტი, ქართველ მომღერალ ქალბატონთან, რომლის ვინაობასაც ჯერ ვერ გაგიმხელთ. ასევე, სამომავლო გეგმებში საქართველოში დაბრუნებაც შედის.

 

გიორგი წერეთელი & ლანდერ დევიძე –  მეგობრობა გზად და ხიდად

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი წერეთელი. “კი ან არა”

 

გიორგი წერეთელი & ლანდერ დევიძე – ქალაქური სიმღერების პოპური. Live

 

გიორგი წერეთელი & ლანდერ დევიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. 1.11.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

რეკლამა: 0:05