,,მჭირდები” - სოფი რაფაელას ახალი სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანს ეძღვნება

გადაცემას ,,რადიო დუეტს” ავტორ-შემსრულებელი სოფი რაფაელა ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში მისი ახალი საავტორო ნამუშევრის პრემიერა გაიმართა. ,,მჭირდები” ასეთია ახალი ნამუშევრის სახელწოდება, რომელიც  ყველა შეყვარებულ ადამიანს ეძღვნება.

ხანგრძლივი პაუზა გქონდა და არ ჩანდი, რა იყო ამის მზიეზი?

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მქონდა, თუმცა ღმერთისა და ჩემი მეგობრების მადლით ეხლა თქვენთან ვარ ახალი შემართებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მხარში მედგნენ და ფაქტიურად ახლიდან დავიბადე მათი დახმარებით. მინდა რომ ბევრი სიმღერით გავანებივრო ჩემი მსმენელი.

პაუზის განმავლობაში თუ იწერებოდა სიმღერები?

ბევრი სიმღერა ვერ ჩავწერე, რადგან ფიზიკურად არ მქონდა ამის  საშუალება და ძალა, თუმცა 10-15 სიმღერა ჩაიწერა.

რომელ სიმღერასთან ასოცირდება სოფი რაფაელა, როგორც ავტორი, განსაკუთრებულად რომელს გამოარჩევდი, თუნდაც სხვისი შესრულებით?

გამოვარჩევ ლაშა რამიშვილის „ნუ გაიკვირვებ“, რომელიც თქვენს ეთერში აქტიურად ტრიალებს, ასევე ჩემი და ლევან გულბათაშვილის „დამიჯერე“ , რადგან ”არ დაიდარდოს” წამყვანებს ვასახელებ არ მინდა მიკერძოებაში  ჩამეთვალოს, ასევე მამა გიორგი დორეულის „მივდივარ“, ეს იყო საოცრება, ასევე ,,ბრძანე მოძღვარო”. კიდევ ბევრია,  ჩამოთვლა გამიჭირდება და არ მინდა ვინმეს ვაწყენინო.

საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს ?

ჩანაწერი, რომელიც აქტიურად ტრიალებს რადიოსა და ტელევიზიაში დაახლოებით 250 სიმღერაა და რომელიც განუხორციელებელია 800-მდე.

თუ გახსოვს პირველი სიმღერა რომელიც დაწერე?

10 თვის ასაკში დავიწყე საუბარი, პირველი სიმღერა დავწერე 2 წლის ასაკში და მივუძღვენი მამას, კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში ვიმღერე ამ ასაკში დაახლოებით 7 სიმღერა. სერიოზულად თუ მივუდგებით, ხუმრობის გარეშე, 15 წლის ასაკში უკვე 20 სიმღერიანი საავტორო კონცერტი მქონდა, პირველი სიმღერა იყო 6 წლის ასაკში, რომელიც შემოდგომას მივუძღვენი. ჩემთვის ეს იყო დიდი სიურპრიზი,  არ მეგონა ესეთი შედეგი, რადგან საკუთარ თავს დღემდე კრიტიკულად ვუყურებ. საბავშვო ალბომიც შეიქმნა მაშინ და დღემდე ბევრი ბავშვი ასრულებს ამ სიმღერებს.

მოგვიყევი სიმღერაზე, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ, როდის დაიწერა და ვის ეძღვნება? 

„მჭირდები“  ეს სიმღერა შეიქმნა გაზაფხულის დასაწყისში, სიმღერა მივუძღვენი ჩემი მეგობრის სიყვარულს, თუმცა შემდეგ მეც გამომადგა. მინდა ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანს მივუძღვნა. ტექსტიც და მუსიკაც არის ჩემი, არანჟირება ეკუთვნის ზაზა გოჩიტაშვილს. ასევე, მინდა დავაანონსო რომ ძალიან მალე იგეგმება ჩემი საავტორო კონცერტი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის ძლიერი ნაწარმოები, რაც კი შესრულებულა და რაც დაწერილა.

მადლობა სტუმრობისთვის.

 

სოფი რაფაელა – მჭირდები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფი რაფაელა – გზები. Live

 

სოფი რაფაელა. “კი ან არა”

 

სოფი რაფაელა. “რადიო დუეტი”.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები