,,განსაკუთრებით მიყვარს ქობულეთი, სადაც განსხვავებული ფერები და მზის ჩასვლაა'' - ზურაბ კობეშავიძე პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ”ღვინო, დუდუკი ქალები” ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბატონი ზურაბ კობეშავიძე სტუმრობდა ორი სიმღერის პრემიერით  ”ჩიკი ჩიკი” იგივე ”ნატო მიყვარხარ” და ”ლივლივა ზღვა”. მომღერალმა ეთერის მსვლელობისას რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა. მათ შორის კი ყველასათვის ცნობილი და პოპულარული ჰიტი ”რიო დე ჟანეირო” შეგვისრულა.

თქვენი სიმღერები ყოველთვის მოთხოვნადია ჩვენს რადიოში. შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რომ გავიხსენოთ..

მიხარია, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ,  დადებითი ენერგია მოდის თქვენგან. პირველად ხალხური ცეკვით დავიწყე სცენაზე გამოჩენა. ჩემი ოჯახი ქართული ქორეოგრაფიის წარმომადგენლები არიან, სამივე ძმა მამასთან ერთად ვცეკვავდით. 57 წელი იყო გეპეის ჯაზ ორკესტრი, რომ გამოჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ამის შემდეგ გამიტაცა საესტრადო მუსიკამ.

მოგვიყევით სიმღერის ”ჩიკი ჩიკი”  იგივე ”ნატო მიყვარხარ” შექმნის ისტორია ?

ყველაფერი ჩვენს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, მაშინ სულ სხვა პერიოდი იყო. კომპიუტერულმა ცხოვრებამ ჩაკეტა ბავშვები, ეზოს ინსტიტუტი ყველამ დაივიწყა. ეს სიმღერა ჩემია, არანჟირებაც და ლექსიც მე მეკუთვნის. რამდენიმე წლის უკან კი  განახლებული ვერსია გავაკეთე.

რიგით მეორე სიმღერის ”ლივლივა ზღვა” პრემიერა..

განსაკუთრებით მიყვარს ქობულეთი, სადაც განსხვავებული ფერები და მზის ჩასვლაა. ამიტომ გადავწყვიტე ამ სიმღერის დაწერა. მუსიკა, ლექსი და არანჟირება არის ჩემი.

 

ზურა კობეშავიძე – ჩიკი ჩიკი

 

ზურა კობეშავიძე – ლივლივა ზღვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზურა კობეშავიძე – მეგობრება. Live

 

ზურა კობეშავიძე – რიო რიო. Live

 

ზურა კობეშავიძე – ქალღმერთო. Live

 

ზურა კობეშავიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები