,,ერთმანეთს ყველანაირად მოვერგეთ მუსიკაშიც და მეგობრობაშიც" - ოთო ნემსაძე და ზაზა ქოქრაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები მომღერალი ოთო ნემსაძე და მუსიკოსი ზაზა ქოქრაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის პრემიერით ,,მე გაჩუქებ”.  ეთერის მსვლელობისას ოთომ ისაუბრა ჯგუფ LIMBO MUSICზე და მათ ერთობლივ პროექტებზე.

ვიცით, რომ სულ მუშაობ და არ ჩერდები, ვისაუბროთ ამის შესახებ..

სულ ვცდილობ განვითარებას, არ მინდა ერთ ადგილას დავრჩე. როგორც იქნა ჩამოვყალიბდი ჟანრზე, ამაზე ყოველთვის გვქონდა კამათი მე და ჩემს ახლობლებს. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მიმართულება უნდა მეპოვნა. მყავს ჩემი ჯგუფი, ძალიან მაგარი ბიჭები, რომლემბთან ერთადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვაკეთებთ ქართულ როკ მუსიკას. ხვალ გვაქვს გადაღება, კეთდება რომან რცხილაძის საავტორო საღამო, სადაც ჩვენს ბენდს გვხვდა წილად ერთ-ერთი სიმღერის მომზადება, რის გამოც ძალიან გახარებული ვართ. ასევე იგეგმება ონლაინ კონცერტები, გვაქვს ბევრი გეგმა და მოკლედ, რომ გითხრათ არ ვჩერდებით. ყოველდღე ჩვენი სოციალური ქსელის ჯგუფები იწყება აქტივობებით და სიახლეებით.

შენი და ოთარ რამიშვილის კოლაბორაციაზე, რომ მოგვიყვე?

ჩვენმა საერთო მეგობარმა გამაცნო ეს საოცარი ადამიანი, მუსიკოსი, მართალია მამაჩემზე ბევრად დიდი იყო ასაკით, თუმცა ძალიან დავძმაკაცდით. მითხრა, რომ მისი სიმღერებიდან რომელიც გამორჩეულად მომწონდა მაჩუქებდა, თუმცა მე ვთხოვე თუ კი ჩაწერდა ჩემთან ერთად დუეტს ყველაზე ბენდიერი ადამიანი ვიქნებოდი. მეორე დღეს წავედით და ჩავწერეთ სტუდიური ვერსია სიმღერაზე ”თოვლი”. სამწუხაროდ ძალიან მალევე გარდაიცვალა. მასთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს, მთელს საქართველოს საოცრად უყვარდა. ამის შემდეგ პროექტ ”ჯეოსტარში” მანანა მორჩილაძის იდეით გაკეთდა რამიშვილის ტური, რომელიც გავაკეთეთ ზვიადისთან ერთად, გამოვიდა ძალიან კარგი და დაიმსახურა უამრავი მოწონება. შემდეგ გავაკეთეთ ალბომი, სადაც შესულია ოთარ რამიშვილის 10 სიმღერა, მე-11-ე კი ჩვენი დუეტია. არის ჩვენი ვერსიები, არანჟი ეკუთვნის ზვიად ბოლქვაძეს, ალბომზე კი ჯგუფლმა ”ნიუტონმა” იმუშავა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ალბომის გარშემო ვტრიალებ ყოველთვის.

სიმღერა, რომელიც დღეს მოგვიტანე სად ჩაიწერა და ვის ეკუთვნის?

მუსიკა და ტექსტი არის ზაზა ქოქრაშვილის, სიმღერის სახელწოდებაა ”მე გაჩუქებ”. არანჟირება ჩვენი ჯგუფის  “LIMBO MUSIC”-ის ერთობლივი ნამუშევარია. ჩაიწერა არჩილ ბედიაშვილთან სტუდია “Fresh fish records”-ში. ასევე პროექტზე იმუშავა ”BetkhoLab”-მა. ჩემი რიგით მეორე ალბომი კი მალე იხილავს მზის შუქს, როგორც კი პანდემია ცოტათი შემსუბუქდება.

ზაზა დიდი ხანია ეს პროექტი არსებობს?

5 წელია დაახლოებით. მაშინ ფაქტიურად სახლში ვიჯექი, ამიტომ ოთო კარგ დროს გამოჩნდა. ერთმანეთს ყველანაირად მოვერგეთ მუსიკაშიც და მეგობრობაშიც.

 

ოთო ნემსაძე – მე გაჩუქებ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ოთო ნემსაძე & ზაზა ქოქრაშვილი – დაგვათენდა. Live

 

ოთო ნემსაძე & ზაზა ქოქრაშვილი – მე გაჩუქებ. Live

 

ოთო ნემსაძე & ზაზა ქოქრაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები