,,არსებობს გენიალური გამოთქმა „თუ გვერდში მყოფი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ“" - კახა გრიგალაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში"

7 თებერვალს, რადიოს „არ დაიდარდო“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ კახა გრიგალაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ზაზა აკობია და დათო ლონდარიძე ესტუმრნენ. გადაცემაში ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა არაერთი სიმღერის ცოცხლად შესრულებაც მოისმინა.

 როგორ ხდება რეპერტუარის შერჩევა და თუ არის ისეთი სიმღერა რომელსაც არასდროს შეასრულებდით?

კახა: არსებობს გენიალური გამოთქმა „თუ გვერდში მყოფი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ“ . მე, ზაზა და  დათო ვმღერით ერთად იმიტომ, რომ კარგად გვესმის ერთმანეთის და გვიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებთ. რეპერტუარის შერჩევას ბევრი ფიქრი და ამოცანა არ სჭირდება, რადგან როდესაც ერთმანეთს ვუყურებთ, ზუსტად ვიცით რა და როგორ უნდა შევასრულოთ.

ანუკა, როდის დაინტერესდი სიმღერით?

დაახლოებით 13 წლის ასაკში მომინდა სიმღერა, და გადავწყვიტე, რომ პიონერთა სასახლეში, კლასიკური ვოკალის სტუდიაში შევსულიყავი. ეს დამეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში და ხმის განვითარებაში. ახლა, რენატა ტებალდის და მარიო მელანის სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიაში დავდივარ. ზაზა და დათოც ჩართულები არიან ჩემს მუსიკალურ განვითარებაში. ვცდილობ გავიზარდო ამ მიმართულებით.

დათო, როგორია თქვენი ერთობლივი მუშაობის პროცესი?

კახასთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, მასში ის „მუღამი“ დავიჭირე, რომ თავისებურად, ქალაქურად მღეროდა. რაც მთავარია, ბუნებრივი და მართალია მისი შესრულება. ნელ-ნელა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა და ძალიან კარგი პროექტიც გამოგვივიდა. იმის მერე ვთანამშრომლობთ და ერთად მოვდივართ.

კახა, ვინ არის ახალი სიმღერის „ქალი ქალობს“ ავტორი?

მუსიკის და ტექსტის ავტორი ნატო გელაშვილი გახლავთ.

 

კახა გრიგალაშვილი – ქალი ქალობს

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

კახა გრიგალაშვილი & დათო ლონდარიძე – ჩემს სახლთან პატარა ბაღია. Live

ანა გრიგალაშვილი, დათო ლონდარიძე, კახა გრიგალაშვილი & ზაზა აკობია – შენზე ნაზი ოცნება. Live 

კახა გრიგალაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ზაზა აკობია და დათო ლონდარიძე. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

ანა გრიგალაშვილი, დათო ლონდარიძე, კახა გრიგალაშვილი & ზაზა აკობია – შენი ხილვა. Live