,,ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოვიტანე თქვენს რადიოში... იმედია ჩვენი ხალხი მოიწონებს და შეიყვარებს" - კახა ცაბაძე დიდი პრემიერებით ,,არ დაიდარდოში"

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები მაესტრო კახა ცაბაძე სტუმრობდა ოთხი სიმღერის პრემიერით ,,ისევ მენატრები”,  ,,პაწაწინა ყვავილო”, ,,პირველი ცრემლი” და ,,აღსარება

ვის ეკუთვნის სიმღერის ,,სიმღერებით შემოვივლი თბილისს”  შექმნის იდეა?

როდესაც მორის ფოცხიშვილი გადაიცვალა, ჩემმა მეგობარმა ზურა გოშაძემ დამირეკა და მთხოვა დახმარება,  გაგვეკეთებინა სიმღერა მისი ხსოვნისთვის, ბატონი მორისის სიმღერებიდან ამოეკრიბა სიტყვები და ლექსი შეეკრა. რა თქმა უნდა ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია თუ ვინ შეასრულებდა მას. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ბატონ თემურ წიკლაურს ვიცნობდი და მქონდა საშუალება მასთან მემუშავა. ქართველ ხალხს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა იმისთვის, რომ თემური ყოველ წამს გრძნობდა მათ სიყვარულს.

რიგით პირველი სიმღერა ,,ისევ მენატრები” დავაპრემიეროთ, რომელსაც უბადლოდ ასრულებს ეკა კვალიაშვილი..

სწორედ აღნიშნეთ,  ეკა კვალიაშვილი ნამდვილად უბადლო შემსრულებელია. ეს სიმღერა ჩემი 50 წლის საიუბილეო საღამოზე შესრულდა ოპერაში. ლექსი ძალიან კარგ პოეტს გურამ ტყემალაძეს ეკუთვნის. ამდენი ხნის შემდეგ კი პირველად მოვიტანე თქვენს რადიოში, იმედია ჩვენი ხალხი მოიწონებს და შეიყვარებს, სიმღერა ხომ დიდხანს ცოცხლობს.

როგორ დაიწერა სიმღერა ,,პაწაწინა ყვავილო” ?

2009 წელს ჩემი 50 წლის საიუბილეო საღამო მზადდებოდა. მოგეხსენებათ, რომ შემოქმედ ხალხს დიდი სამეგობრო გვყავს შემოქმედებით ცხოვრებაში. ჩემმა გელა ფარჩუკიძემ შეკრიბა ოთხი არაჩვეულებრივი მომღერალი: სალომე ბაკურაძე, ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი,  ანი კეკუა და ხუთივემ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა, რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.  რა თქმა უნდა მაშინ ისინი ძალიან პატარები იყვნენ. ტექსტი ეკუთვნის ბატონ ვარლამ ნიკოლაძეს.

მესამე სიმღერის პრემიერა ,,პირველი ცრემლი”..

ეს არის გოგის სიმღერა, რომელიც თაროზე იყო შემოდებული და მის 95 წლის საიუბილეო საღამოზე გაჟღერდა. იქედან გამომდინარე, რომ სიმღერა  თბილისზეა ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ნაღდ თბილისელს უნდა შეესრულებინა, ამიტომ  გადავეცით ბატონ ნიკო ლეკიშვილს. ლექსი ეკუთვნის მორის ფოცხიშვილს.

მოკლედ, რომ გვიამბოთ სიმღერაზე ,,აღსარება”..

მამაჩემის ერთ-ერთი საიუბილეო საღამო იყო, არ გამოდიოდა მისი ან ჩემი სიმღერის შესრულება, ამიტომ ჩემს მეგობარს, მრავალი სიმღერის ავტორს ზურაბ გოშაძეს ვთხოვე გაეკეთებინა რაიმე, მოკლე მონახაზი ავუხსენი და საუბრის პროცესში შექმნა ლექსი, რომელსაც ”აღსარება” დავარქვი. როდესაც სახალხოდ  სიმღერა გამოგაქვს მძიმე ტვირთია, არ იცი როგორ შეაფასებს ხალხი ამას, ეს სახელიც ამიტომ შევურჩიე.

 

კახა ცაბაძე – აღსარება

 

ეკა კვალიაშვილი – ისევ მენატრები

 

ნიკო ლეკიშვილი – პირველი ცრემლი

 

სალომე ბაკურაძე, ანი კეკუა, თიკა მახალიდიანი, ნინი წიკლაური – პაწაწინა ყვავილო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კახა ცაბაძე – ყვავილების მიწა. Live

 

კახა ცაბაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები