23 აგვისტოს ბათუმში, კლუბში „Sector26“ ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ კონცერტს გამართავს. ღონისძიების დასაწყისი 23:00 საათი გახლავთ. კონცერტზე მისული მსმენელი ჯგუფის საავტორო სიმღერებს მოისმენს და დაუვიწყარ დროს გაატარებს. აღსანიშნავია, რომ „რეზო და ბავშვები“ ყველა თაობის მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი რეპერტუარი ყველასთვის ერთნაირად საყვარელია.

კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები